ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი და უკრაინის სული - "თაიმმა" წლის პერსონა დაასახელა


ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალ "თაიმის" გარეკანზე
ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალ "თაიმის" გარეკანზე

რუსეთი - უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, ქვეყანა კი თავის დაცვას განაგრძობს. მსოფლიო უკვე თითქმის 10 თვეა ევროპის მიწაზე მიმდინარე ომს ადევნებს თვალს.

ჟურნალმა "თაიმმა" უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და "უკრაინის სული" გამოცემის "წლის პერსონად" დაასახელა. ამ ნომინაციას ჟურნალი 1927 წლიდან ასახელებს. 7 დეკემბერს ჟურნალი სწორედ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერის პორტრეტის გამოსახულებიანი ყდით და მის შესახებ ვრცელი მასალით გამოიცა.

"თაიმის" მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ როგორც არ უნდა ვუყურებდეთ უკრაინის ამბავს, შიშით თუ იმედით, ეს ისტორია ჯერ სრულად დაწერილი არ არის. ვოლიდიმირ ზელენსკიმ კი მისი განმარტებით, მოახერხა მსოფლიო ლიდერების მობილიზება ისე, როგორც ეს ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა.

ჟურნალის გარეკანზე ზელენსკის პორტრეტი სხვადასხვა პირისა და დემონსტრანტთა გამოსახულებით, ასევე უკრაინის დროშებითა და მზესუმზირებითაა გარშემორტყმული.

სტატიაში ხაზგასმულია ზელენსკის გადაწყვეტილება, არ დაეტოვებინა ქვეყანა ომის პირველ პერიოდში, მისი ვიზიტები ომის ყველაზე ცხელ წერტილებსა და ფრონტის ხაზზე, და მისი სტრატეგიული ძალისხმევა იმისთვის, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა და მისი დახმარების საჭიროება მსოფლიო ლიდერთა დღის წესრიგში დარჩენილიყო.

XS
SM
MD
LG