ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთმა უკრაინის დახმარება დაბლოკა, ევროკავშირმა კი ბუდაპეშტს დახმარება შეუჩერა


ევროკომისიის ოფისები ბრიუსელში, ბელგია.

ბრიუსელში, უნგრეთმა ვეტო დაადო უკრაინისთვის ევროპის კავშირისგან 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებას. სამშაბათს, 6 დეკემბერს, ბლოკის დანარჩენმა 26-მა წევრმა, ბუდაპეშტისთვის განსაზღვრული მილიარდობით დოლარის დახმარება შეაჩერა.

ბელგიის დედაქალაქში ევროპის კავშირის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების შეხვედრები იმართება. უნგრეთის მინისტრმა მიჰალი ვარგამ დაადასტურა მთავრობის მხრიდან უკრაინისთვის სესხის გამოყოფის წინააღმდეგ ოპოზიცია. თუმცა, ბუდაპეშტი იმასაც ამბობს, რომ კიევს ორმხრივ დახმარებას გაუწევს.

ორშაბათს, ერთი დღით ადრე, ვარგას ლიეტუველმა კოლეგამ ჯინტარე სკაისტემ სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ უნგრეთის პოზიცია "ამორალურია". მისი აზრით, ბუდაპეშტი ვეტოს უფლებას საკუთარი მიზნებისთვის, უნგრეთის ბიუჯეტის შესავსებად და ევროპის კავშირიდან დახმარების მისაღწევად იყენებს.

მინისტერიალის თავმჯდომარემ, ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა ზბნიკ სტანჯურამ სამშაბათს განაცხადა, რომ უნგრეთის პოზიცია სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის დახმარების პროცესს ვერ შეაჩერებს. "ჩვენი ამბიცია კვლავ იგივეა - იანვრიდან დავიწყებთ უკრაინისთვის დახმარების გაწევას" - თქვა მან.

მაგრამ, ბუდაპეშტის ვეტოს გამო, უკრაინის დახმარების პროცესი რთულდება და შესაძლოა მას მეტი დრო დასჭირდეს. ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ დღის წესრიგიდან მოხსნან უნგრეთისთვის 7.5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების განხილვის საკითხი.

ამას გარდა, ევროკავშირმა შეაჩერა კოვიდ-19-ის პანდემიის ფონდიდან ბუდაპეშტისთვის 5.8 მილიარდი ევროს ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის გადაცემის პროცესიც. მთლიანობაში, უნგრეთისთვის ბრიუსელიდან მისაღები დახმარება, 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 9%-ს აღწევს.

"უნგრეთი თვლის, რომ ეს საშიში პრეცედენტია, როცა ევროპის კავშირის მიერ უნგრეთისთვის განსაზღვრული თანხები სხვა, სრულიად განსხვავებულ საკითხებს უკავშირდება" - ამბობს ზოლტან კოვაკსი, უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი. მისი თქმით, ბუდაპეშტმა ევროკავშირის მიერ წამოყენებული ყველა მოთხოვნა და წინაპირობა შეასრულა, რათა დაპირებული თანხები მიეღო. "ჩვენ უარს ვაცხადებთ, ევროპის კავშირის თანხები პოზიციის შეცვლის წინაპირობად განვიხილოთ" - დასძინა მან.

დამატებითი $400 მილიონის იარაღი უკრაინას აშშ-სგან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:21 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG