ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ასეანის ქვეყნებთან ერთად სამხედრო საზღვაო წვრთნას ჩაატარებს


შეერთებული შტატები და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების - „ასეანის“ ათივე წევრი, სადავო სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან ახლოს, ერთობლივ საზღვაო წვრთნებს პირველად გამართავს. წვრთნები 2 სექტემბერს დაიწყება და ხუთ დღეს გაგრძელდება.

ტაილანდი, როგორც ამ წელს „ასეანის“ თავმჯდომარე, წვრთნების თანაორგანიზატორია და უარყოფს, რომ ისინი რაიმენაირი გამოწვევაა ჩინეთის მზარდი ძალისხმევის წინააღმდეგ, რომელიც სადავო წყლებში დომინირებას ცდილობს.

ტაილანდის სამეფო საზღვაო ფლოტის საპატრულო ესკადრის ოპერატიული მართვის და დაზვერვის უფროსმა, თაქსაპონ ნამჰომმა "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ ეს „ჩინეთს არაფრით უკავშირდება.“

მაგრამ სამხრეთ ვიეტნამსა და მალაკას სრუტეს შორის წყლებში ცურვით, რომელიც ინდოეთის და წყნარ ოკეანეს შორის საერთაშორისო ვაჭრობის კრიტიკული ვიწრო გასასვლელია, ისინი პეკინს ნათლად მიანიშნებენ, რომ „ასეანს“ პარტნიორების შერჩევა თავისი სურვილით შეუძლია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ შესაძლოა ამან ზღვასთან დაკავშირებული დაძაბულობა შეარბილოს იმით, რომ ჩინეთის ამბიციების მოთოკვა გამოიწვიოს.

პეკინს სამხრეთ ჩინეთის ზღვის 80 პროცენტზე აქვს პრეტენზია და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მარჯნის კუნძულების, მეჩხერწყლიანი ადგილების და პატარა კუნძულების სამხედრო ბაზებად გარდაქმნას ახდენდა.

იმავე წყლებზე პრეტენზია აქვთ ბრუნეის, მალაიზიას, ფილიპინებს, ტაივანს და ვიეტნამს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG