მიმდინარე წელს ამერიკის მიერ უცხო ქვეყნის მთავრობებთან იარაღის ვაჭრობა 33 პროცენტით გაიზარდა, რაც დაახლოებით, 55,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ინფორმაცია “ამერიკის ხმას” თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
იარღით ვაჭრობაში ასეთი ზრდა შესაძლოა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სტრატეგიას “იყიდე ამერიკული [ნაწარმი]” უკავშიდრებოდეს, რამაც იარაღის გაყიდვაზე აქამდე არსებული წესები შეამსუბუქა და უცხო ქვეყნების მიერ ამერიკული იარაღის ყიდვა გააადვილა.
“ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის და ინდოეთისა და სხვა ქვეყნების მიერ სამხედრო გააქტიურების ფონზე 10 პროცენტიანი ზრდა მოსალოდენლი იქნებოდა. თუმცა ერთი მესამედით გაზრდა ნამდვილად დიდი მონაცემია,” აცხადებს “ბრუკინგსის ინსტიტუტის” მკვლევარი მაიკლ ოჰანლონი.
ამ გეგმის თანახმად, ქვეყნებს საშუალება მიეცათ იყიდონ უფრო მეტი ზიანის გამომწვევი იარაღი ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიებისგან. ამასთან, მოდუნდა ზოგიერთი მკაცრი წესი, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავების, დრონების, გემებისა და მძიმე არტილერიის ექსპორტს არეგულირებდა.
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ იარაღის გაყიდვის გაზრდით ამერიკა საკუთარ ინტერესებს უკეთ იცავს და მოკავშირეებს, ამერიკის ჩართვის გარეშე, საკუთარი თავის დაცვაში ეხმარება.
“შესაძლოა ის ქვეყნები, რომლებიც ამერიკულ იარაღს ყიდულობენ უკეთესად იქნებიან მომზადებული იბრძოლონ ჩვენს გვერდით და უკეთ დაიცვან საკუთარი თავი ჩვენი ჯარისკაცების დახმარების გარეშე,” განაცხადა თეთრი სახლის ეკონომისტმა პიტერ ნავარომ, რომელიც ადმინისტრაციის ამ გეგმის მთავარი არქიტრქტორია.
Facebook Forum