ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიქტორია ნულანდის ბოდიში ევროკავშირს


Nuland
Nuland

ფარული სატელეფონო ჩანაწერი ინტერნეტში რუსეთიდან გავრცელდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ვიქტორია ნულანდმა ევროკავშირს მოუბოდიშა ორგანიზაციის მისამართით შეურაცხმყოფელი გამოთქმის გამო, როდესაც ის უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში ევროკავშირის დიპლომატიურ როლზე საუბრობდა. მისი ეს განცხადება საყოველთაო მსჯელობის საგანი გახდა, ეს ინტერნეტ სივრცეში მანამდე საიდუმლო სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებას მოჰყვა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი გასულ კვირას კიევში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრები გამართა. დემონსტრანტებსა და ხელისუფლებას შორის კიევის ქუჩებში დაპირისპირება ისევ გრძელდება.
სატელეფონო საუბარში, რომელიც მალულად იქნა ჩაწერილი და ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა, ნულანდი მის კოლეგასთან, ამერიკის ელჩთან, ჯეფრი პაიატთან საუბარში უკრაინასთან მიმართებაში ევროკავშირს თავისი პოზიციის გამო არასასურველ კონტექსტში მოიხსენიებდა.
ამ ჩანაწერში ნულანდი ამბობს, შესანიშნავი იქნებოდა, რომ ეს დაპირისპირება მოგვარდეს, და ამაში მონაწილეობა გაერომაც მიიღოს. ამის შემდეგ მან ევროკავშირი უხამსისიტყვებით მოიხსენია.
სხვა ჩანაწერში ვიქტორია ნულანდი უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერზე, ვიტალი კლიჩკოზე თავის მოსაზრებას გამოთქვამს, რომ ის უკრაინის მომავალ ხელისუფლებაში წარმოდგენილი არ უნდა იყოს.
"მე არ ვფიქრობ რომ კლიჩკო ხელისუფლებაში უნდა იყოს. არა მგონია ეს აუცილებელია, ეს არ არის კარგი აზრი," განაცხადა ნულანდმა.
მოგვიანებით სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა ევროკავშირს ბოდიში მოუხადა, თუმცა უარი განაცხადა სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებულ კითხვებზე ჟურნალისტებისთვის პასუხი გაეცა. შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ამ ჩანაწერის გაკეთებაში შეიძლება რუსეთი მონაწილეობდეს.
ამ სატელეფონო საუბარში გამოყენებული გამოთქმების გამო ევროკავშირის კომისარმა გერმანიიდან ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ნულანდის შეფასება ევროკავშირის ლიდერების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით უკრაინის მიმართ მიუღებელია. მან ასევე დასძინა, რომ " უკრაინის მიმართ ევროკავშირის ქმედებებთან მიმართებაში არანაირი კრიტიკა არ უნდა არსებობდეს. მათი დამოკიდებულება ამ საკითხთან საკმაოდ ფრთხილი და კარგად მოფიქრებულია. არსებობს სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული მოსაზრებები და ახლა სწორედ ამას განიხილავენ".
საპროტესტო აქციები უკრაინაში ნოემბრის თვიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ევროკავშირთან გარიგებაზე უარი განაცხადა და სანაცვლოდ რუსეთთან სესხის და ენერგომატარებლების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.
ამის შემდეგ ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები კიევში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ. ლონდონის პოლიტიკის ინსტიტუტის ევროპული რეფორმების ცენტრის წარმომადგენელი იან ბონდი ამბობს, რომ უკრაინის საკითხზე დასავლელი დიპლომატები შეთანხმებულად მუშაობდნენ.
ევროკავშირმა საკმაოდ კარგი როლი შეასრულა უკრაინის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით. მთლიანად, ევროკავშირმაც და შეერთებულმა შტატებმაც საკმაოდ კარგად იმუშავეს. თუმცა ის ეჭვობს, რომ ბევრი ამერიკელი დიპლომატი ფიქრობს, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ევროკავშირი საკმაოდ ნელი ტემპით მუშაობს.
ბრიუსელის ქუჩებში დიპლომატიურ სკანდალთან დაკავშირებით შერეული რეაქციები იყო.
ბრიუსელის მცხოვრებმა ფიონა ჩევალიერმა თქვა, რომ ის როგორც ევროპის მოქალაქე, იმედგაცრუებულია. " ძალიან წუხს იმაზე, რომ შეერთებულ შტატებს ევროპაზე ასეთი დაბალი შეხედულება აქვს".
ბრიუსელის მეორე მცხოვრები მარკ ბოტენგა ამბობს, რომ ევროკავშირის დაცინვა სიურპრიზი არ ყოფილა. თუმცა, ეს ძალიან დემოკრატიული არ არის, როდესაც ერთი ქვეყნის ხელისუფლება განიხილავს იმას თუ რა უნდა გააკეთოს მეორემ, თქვა მან.
ეს სატელეფონო საუბრები ინტერნეტში რუსეთიდან გავრცელდა.
მოსკოვი ამ სატელეფონო ჩანაწერების გაკეთების ფაქტს უარყოფს. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუკი ეს კავშირი დადასტურდა, კრემლსა და დასავლეთს შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს ხელს ნამდვილად არ შეუწყობს.
XS
SM
MD
LG