ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის თავდაცვა: ამერიკულმა ბომბმა დაჯგუფების 36 მებრძოლი მოკლა


ბომბმა, რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავმა ავღანეთში ჩამოაგდო, დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” 36 მეომარი მოკლა და დაჯგუფების კუთვნილი დიდი რაოდენობის იარაღი გაანადგურა - აცხადებს ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის. ეს იყო “სწორი იარაღის” გამოყენება “სწორ სამიზნეზე“ - თქვა მომხდართან დაკავშირებით გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა, რომელიც ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს მეთაურობს.

ავღანეთის პრეზიდენტის, აშარ ღანის ოფისის განცხადებით, ოპერაცია ავღანეთის უსაფრთხოების და თავდაცვის ძალებთან კოორდინაციით განხორციელდა. მომხდარის წინააღმდეგ გამოვიდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი. “ვგმობ შეერთებული შტატების მიერ უახლესი იარაღის, ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბის ავღანეთში გამოყენებას” - თქვა მან სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გაკეთებულ განცხადებაში.

“ჯი-ბი-იუ”-43 (GBU-43) - ამ დასახელებით ცნობილ ბომბს, რომლის წონა 10 ტონას აღემატება, ამერიკელები დედა-ბომბსაც უწოდებენ. ის ამერიკის სამხედრო ავიაციამ საბრძლო ოპერაციაში პირველად გამოიყენა და დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” თავშესაფარ კომპლექსზე ხუთშაბათს ჩამოაგდო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG