ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო უკრაინის არჩევნების შედეგებს აღიარებს


ეს ევროპის მხრიდან დაკომპლექტებუყლი ყველაზე მასშტაბური სადამკვირვებლო მისია იყო, რომელიც არჩევნებზე გაიგზავნა. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ - იგივე ეუთომ - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე 1000-ზე მეტი დამკვირვებელი გაგზავნა. მისიის ხელმძღვანელმა ჟაო სოარესმა არჩევნები საჯაროდ შეაფასა.

„როგორც უკვე იცით, საერთაშორისო დამკვირვებლები ამ არჩევნებს აღიარებენ როგორც სათანადოდ ჩატარებულს და სანდოს.“

პორტუგალიელმა პოლიტიკოსმა სეპარატეისტების მიერ არჩევნების საბოტაჟი დაგმო. უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში პრო-რუსულმა სეპარატისტებმა ხალხს 34-დან 24 საარაჩევნო უბანზე მხმის მიცემის საშუალება არ მისცეს. მიუხედავად ამისა, ის ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არჩევნების შედეგებს აღიარებს.

უკრაინის მასშტაბით არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 60-მა პროცენტმა მიიღო, რაც სოარესის განცხადებით, კვირას ევროპარლამენტის არჩევნებზე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე მაღალია.

„რა თქმა უნდა, დონეცკსა და ლუგანსკში პრობლემებია, მაგრამ უკრაინაში მოსახლეობის აქტივობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე იგივე მაჩვენებელი ევროპარლამენტის არჩევნებზე, რომელიც იმავე დღეს ჩატარდა. ძალიან ვიამაყებდი ჩემს ქვეყანაშიც რომ ამდენი ხალხი გამოდიოდეს არჩევნებზე.“

ჯერ ისევ უცნობია თუ რამდენმა ადამიანმა შეძლო ხმის მიცემა აღმოსავლეთ უკრაინაში. ერთ-ერთი ვარაუდის თანამხმად, რომელიც კვირას უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა, დონეცკში საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის 9 პროცენტი მივიდა. დონეცკში სეპარატისტებმა საარჩევნო კომისიის თანამშრომლები გაიტაცეს, საარჩევნო უბნების თანამშრომლებს დაემუქრნენ და მათ უბნები ძალის დატანებით დააკეტინეს.

ეუთო, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარი გარე დამკვირვებელი იყო, აცხადებს, რომ არჩევნებზე „დაფიქსირდა ამომრჩევლის მაღალი აქტივობა და ხელისუფლების მხრიდან იმის აშკარა მცდელობა, რომ არჩევნები კარგად ჩატარებულიყო. ზოგადად, არჩევნების დროს დაცული იქნა საერთაშორისო სტანდარტები და გამოიკვეთა ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვს ძალისხმევა.“

ეუთო აცხადებს, რომ ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცედურები გამჭვირვალე იყო და კანდიდატებს თავისუფალი კამპანიისწარმოების საშუალება ჰქონდათ. ორგანიზაციის დასკვნაში ნათქვამია, რომ საარჩევნო უბნების 98 პროცენტი კარგად ორგანიზებული და მოწესრიგებული.

ეუთოს შეფასებით, ხმების ტაბულაციის დროს პროცესი ზოგჯერ ქაოტური იყო, მაგრამ ეს ნაწილობრივ სეპატატისტების მიერ კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმების შედეგად ხდებოდა.
ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა არჩევნების შემდეგ განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული დაძაბულობის მიუხედავად, ქვეყნის ერთ-ერთმა მილიარდერმა პეტრო პოროშენკომ არჩევნებში მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა და ამით ქვეყანაში განმეორებითი არჩევნების დანიშნვის საჭიროება გამოირიცხა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ პოროშენკოს ქვეყანაში ლეგიტიმურობა აქვს და მოსახლეობის უმრავლესობა მას ანდობს ქვეყნის მართვის უფლებამოსილებას.
შვეიცარელი პოლიტიკოსი ანდრეას გროსი ამბობს, რომ სეპარატისტებმა არჩევნების ჩაშლა და მის ლეგიტიმურობაში ეჭვის გაჩენა ვერ შეძლეს:

„ლეგიტიმურობა ამ არჩევნების შედეგია. ძალისხმევის ჩაშლის მცდელობა ორ რეგონიში იყო.“

ევროპელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პოროშენკოს შეუძლია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაყოფა დაარეგულიროს და აღმოსავლეთში მეამბოხეებთან დაკავშირებული პრობლემები გადაჭრას.

თუმცა, დიალოგი შეიძლება მას შემდეგ მნიშვნელოვნად გართულდეს, რაც კვირას დონეცკში სეპარატისტებმა აროპორტი დაიკავეს, რასაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან საპასუხო საჰაერო იერიში მოჰყვა.
XS
SM
MD
LG