ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვლადიმირ პუტინი: რუსეთი აღიარებს უკრაინის არჩევნების შედეგებს


მოსკოვი-

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განადცხადა, რომ ის აღიარებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მან ღიად და ყველაზე მკაფიოდ დააფიქსირა არჩევნების შედეგებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება.

პარასკევს, რუსეთის ლიდერმა ეს განცხადება სანკტ პეტერბურგში, ეკონომიკურ კონფერენციაზე გაააკეთა. აღნიშნულ ფორუმს ასობით უცხოელი ინვესტორი ესწრებოდა.

"არჩევნების შემდეგ, ცხადია, ჩვენ ახლად არჩეულ ლიდერთან ვითანამშრომლებთ"-განაცხადა მან.

რუსმა პრეზიდენტმა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზეც ილაპარაკა და თქვა, რომ მათ გავლენა მოახდინეს რუსულ ბიზნესზე. პრეზიდენტმა დასძინა, რომ საბოლოო ჯამში სანქციები იმ ქვეყნებზე იმოქმედებს, რომლებმაც ისინი შემოიღეს.

ხუთშაბათს, პრო-რუსმა სეპარატისტებმა უკრაინის სამხრეთში 13 ჯარისკაცი მოკლეს. თავდასხმა სამხედრო საგუშაგოს ტერიტორიაზე მოხდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსულენოვან რეგიონებში მზარდი ძალადობა ამომრჩევლის დასაშინებლად არის გამიზნული.

პრეზიდენტმა პუტინმა და კრემლის სხვა ოფიციალურმა პირებმა მიმდინარე კვირას გაფრთხილება გააკეთეს, რომ უკრაინა სამოქალაქო ომისკენ მიექანებოდა. თუმცა პარასკევს, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ იმედია კვირის კენჭისყრა მოვლენების განვითარებაში გარდატეხას შეიტანდა.

"იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ სამხედრო მოქმედებები დასრულდება"-თქვა პუტინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სანქტ პეტერბურგში აღნიშნა, რომ რუსეთი, უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებს იმის მიხედვით შეაფასებს, თუ რამდენად მისაღები კანდიდატი იქნება უკრაინელებისთვის გამარჯვებული ადამიანი.

რუსი ოფიციალური პირები უკრაინის კონფლიქტს დასავლეთს აბრალებენ.

"ვფიქრობ, ყველაფერი, რაც მოხდა, უმეტესწილად ჩვენი ამერიკელი და ევროპელი კოლეგების პასუხისმგებლობაა. მათ გადატრიალებას დაუჭირეს მხარი და უკრაინა ქაოსში გაეხვა"-თქვა პუტინმა.

ამის საპირისპიროდ, უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოსკოვი იარაღით და სამხედრო ექსპერტებით ამარაგებს სამხრეთ უკრაინას, რაც უკმაყოფილებას და მიმდინარე დაპირისპირებას ახალისებს.

კიევში, პრეზიდენტი ოლექსანდრ ტურჩინოვი პარასკევს აცხადებდა რომ "უკრაინა არასდროს მისცემდა არავის უფლებას მისი თავისუფლება და დამოუკიდებლობა წაერთმია ან უკრაინის ნაწილი პოსტ-საბჭოთა იმპერიად გადაექცია."

მოსკოვში განცხადებები გააკეთა ვაშინგტონში ბაზირებული ჰადსონის ინსტიტუტის უსაფრთხოების ექსპერტმა რიჩარდ ვეიტცმა და ისაუბრა ნატოს სახეცვლილ მოსაზრებებზე უკრაინაში და რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით:

"წარსულში, ნატო წვრთნებს ჩაატარებდა და იტყოდა, რომ ისინი რომელიმე აღმოსავლეთ უკრაინული ქვეყნის X დამპყრობლისგან დასაცავად იყო გამიზნული. ახლა ნატო ამბობს, რომ ეს დამპყრობელი რუსეთია."

როგორიც არ უნდა იყოს კვირას უკრაინაში ჩატარებული არჩევნების შედეგები, ფაქტია, რომ რუსეთის მოქმედებებმა უკრაინაში ახალი თავი გახსნა მოსკოვისa და დასავლეთის ურთიერთობებში.
XS
SM
MD
LG