ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ბაიდენმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა


სამშაბათს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხალხისადმი მიმართვაში თქვა, “მილიონობით ამერიკელი ჯერ კიდევ აცრილი არ არის და დაუცველია, ამის გამო მათი თემები რისკის ქვეშ არიან.”

ამერიკის 10 შტატში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა ხდება. პრეზიდენტმა თქვა, რომ ვირუსის დელტა ვარიანტი, რომელიც მეტად გადამდები და პოტენციურად მეტად საშიშია, ქვეყნის ბევრ ნაწილში უკვე ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზეა პასუხისმგებელი.

კერძოდ, კანზასის და მისურის შტატები, დელტა ვარიანტის გამო, ინფიცირების ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით ზრდაზე იუწყებიან.

პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ აუცრელ მოსახლეობაში მოსალოდნელი დაავადების აფეთქებებებთან გასამკლავებლად, ფედერალური მთავრობა “კოვიდ-19”-ის საპასუხო ჯგუფების მობილიზებას ახდენს, რომლებიც ფედერალური საგანგებო ვითარებების მართვის სააგენტოს, აშშ-ს დაავადებების კონტროლის და პრევენციის, ასევე სხვა სააგენტოების ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული.

“ახლა ჩვენ გულდამშვიდებული ვერ ვიქნებით”, თქვა პრეზიდენტმა.

ბაიდენის გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ, აშშ-ს სენატის ოპოზიციურ რესპუბლიკელთა ლიდერმა მიჩ მაკკონელმა თქვა, რომ კენტუკის შტატში, სადაც სრულად მოსახლეობის მხოლოდ 43 პროცენტი აიცრა, “არ არსებობს იმის გონივრული მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აიცრათ.”

დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების თანახმად, დამოუკიდებლობის დღემდე, ამერიკელთა დაახლოებით 67 პროცენტმა ვაქცინის ერთი დოზა და 47 პროცენტმა ორი დოზა მიიღო.

იმავდროულად, გლობალურად ვაქცინების მიწოდება ჯერ კიდევ შეზღუდულია. აშშ-ს მიერ დაპირებული 80 მილიონი დოზა, რომელიც შვიდი ქვეყნის ჯგუფის მიერ დაპირებული 1 მილიარდი დოზის ნაწილი უნდა იყოს, გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არასაკმარისი იქნება.

ჯანმოს მონაცემებით, ვაქცინის დოზა აფრიკის კონტინენტის მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტს აქვს მიღებული.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG