ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დელტა ვარიანტზე შეშფოთება იზრდება, მაგრამ ვაქცინები მაინც ეფექტურია


ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის დელტა ვარიანტი გაცილებით უფრო ინფექციური და ვირულენტურია (ავადმყოფობის გამომწვევი), ვიდრე ალფა. დელტა პირველად ინდოეთში იპოვეს, ალფა კი - ბრიტანეთში. თუმცა, კარგი სიახლეა ის, რომ ვაქცინები მათ წინააღმდეგაც კარგად მუშაობს, მართალია ოდნავ ნაკლებად, მაგრამ მაინც წარმატებით.

ორშაბათს, სამეცნიერო ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნებული ნაშრომი ამბობს, რომ დელტა ვარიანტი კოვიდ-19-ის დაავადების უფრო სერიოზულ შემთხვევებსაც იწვევს, ვიდრე სხვა ვარიანტები, ან კორონავირუსის ოროგინალური ვერსია. დელტა ვარიანტით ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის შანსი 85%-ით მეტია, ვიდრე ალფა ვარიანტით ინფიცირებულების.

რაც შეეხება ვაქცინების წარმატებას, აღნიშნული კვლევის მიხედვით, ამერიკულ-გერმანული "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დელტას წინააღმდეგ 13%-ით უფრო ნაკლებეფექტურია და მისი ეფექტურობა საშუალოდ 79 პროცენტია. ბრიტანულ-შვედური "ასტრა-ზენეკას" ეფექტურობა კი 60%-ს შეადგენს.

ავად შეიძლება აცრილი ადამიანიც გახდეს, მაგრამ ნაკლები შანსია ავადობა მძიმე ფორმებით განვითარდეს. ჰოსპიტალიზაციასთან მიმართებაში "ფაიზერი" 96%-ით ეფექტური გამოდგა, "ასტრა-ზენეკა" კი 92%-ით ეფექტურია.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG