ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში სისხლისღვრა გრძელდება


ზუსტად ერთ კვირაში უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს

უკრაინაში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არეულობა და სეპარატისტული აგრესია გრძელდება. ამერიკის ხმის კორეპსონდენტი მაიკლ ბოუმენი ობამას ადმინისტრაციის მხრიდან 25 მაისის არჩვენების მნიშვნელობაზე მოგვითხრობს, მიუხედავად იმისა რომ საეჭვოა, რომ ეს არჩევნები უკრაინის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდეს.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ სლავიანსკში ბოლო დღეებში უკრაინის საჯარისო შენაერთების და პრორუსული დაჯგუფებების შეტაკებების და აფეთქებების ხმა ისმის. ქალაქის თვითმარქვია მერმა ვიაჩესლავ პონიმორიოვმა ოფიციალური კიევის დაქვემდებარებაზე უარი განაცხადა.

"უკრაინის ხელისუფლება ყოველთვის იყო ოკუპანტი და ახლაც ოკუპანტად რჩება. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ეს ხალხისთვის არის გამიზნული. მოდი მათ თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი", განაცხადა მან.

კონფლიქტის მეორე ცხელი წერტილი აღმოსავლეთ უკრაინაა, სადაც მოსალოდნელია რომ დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდეს. გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის მონიტორმა ივან სიმონოვიჩმა ამ თემაზე განცხადება გააკეთა.

"ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის მისიამ მიიღო ინფორმაცია 250 ადამიანის მკვლელობის შესახებ , მათ შორის ადგილობრივი მცხოვრებნი არიან, ეროვნული არმიის და შეიარაღებული დაჯგუფებების წარმომადგენლები. ყოველგვარი მცდელობა რომ საპროტესტო განწყობის ადამიანები შეიარაღებულ დაჯგუფებებში გაერთიანდნენ, სასაწრაფოდ უნდა შეწყდეს. შეირაღებული პირები კი განიარაღდნენ", განაცხადა სიმონოვიჩმა.

ვაშინგტონში, თეთრი სახლი მომავალ კვირას უკრაინაში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდება, რომელსაც ამერიკის ადმინისტრაციის აზრით, უკრაინაში არსებული დაპირისპირების მოწესრიგებაში მნიშვნელოვანი როლი ექნება. თეთრი სახლის პრეს სპიკერი ჯეი კარნი აცხადებს:

"ჩვენი და ეუთოს, უკრაინის ხელისუფლების და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მიზანია რომ უკრიანაში არჩევნები გაიმართოს. ეუთოს ანგარიშის მიხედვით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს ეხება, მზადების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს", განაცხადა კარნიმ.

სიტუაცია უკრაინაში ერთ-ერთია იმ სხვადასხვა კრიზისს შორის რომლის მაგალითზეც, ამერიკელი კრიტიკოსები ობამას საგარეო პოლიტიკას აფასებენ. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი გუშინ "ფოქსის" ტელე-ეთერში გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ საუბრობდა იმაზე, რომ ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერის მოქმედებებზე აკეთებს რეაგირებას.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG