ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნისეფის ანგარიში


უნარშეზღუდული ბავშვების მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე ღარიბ ქვეყნებშია

გაეროს ბავშვთა ფონდის, იგივე უნისეფის (UNICEF) განცხადებით, უნარშეზღუდული ბავშვები მსოფლიოში ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფს წარმოადგენენ. ყოველწლიურ ანგარიშში უნისეფი აცხადებს, რომ უნარშეზღუდული ბავშვების დისკრიმინაციის დასრულება საზოგადოების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. დეტალებს ჟენევიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა შლეინი არკვევდა.
მოხსენებაში აღწერილია დისკრიმინაციის საკმაოდ მძიმე სურათი, რასაც მსოფლიოში მილიონობით უნარშეზღუდული ბავშვი განიცდის. დოკუმენტი მსოფლიოს ყველა რეგიონს მოიცავს, თუმცა უნარშეზღუდული ბავშვების შესახებ ძალიან მწირი მონაცემები არსებობს, რაც ამ პრობლემის მასშტაბს უცნობს ტოვებს.
თუმცა, სხვადასხვა შეფასებებით, მათი რაოდენობა 14 წლის და ქვემოთ ასაკის ბავშვებში 93 მილიონს შეადგენს, ანუ ყოველ 20 ბავშვიდან ერთი უნარშეზღუდულია. მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა ღარიბ ქვეყნებში.
უნისეფის ინკლუზიური განათლების კონსულტანტი პოლა ჰაანტი ამბობს, რომ უნარშეზღუდული ადამიანები საზოგადოებისგან მოშორებით ყოფნას არჩევენ. მისი თქმით, ბევრი უნარშეზღუდული ბავშვის დაბადება რეგისტრირებული არც არის, რის შედეგადაც მათ ხელი არ მიუწვდებათ სხვადასხვა სოციალურ და იურიდიულ მომსახურებაზე.
„არსებობენ ქვეყნები, სადაც უნარშეზღუდული ბავშვი ოჯახის უიღბლობასთან არის გაიგივებული. უნარშეზღუდლი ბავშვები არ დადიან სკოლებში, რადგან მიაჩნიათ რომ მათ არ შეუძლიათ სწავლა. უნარშეზღუდლებს ხშირად არ ყავთ მეგობრები და ძალიან ხშირად ისინი სოციალური ცხოვრებიდან გარიყულები არიან,“ - ამბობს ჰანტი.
უნისეფის ანგარიშის მიხედვით, უნარშეზღდული ბავშვები ასევე განიცდიან ძალადობას, აბუჩად აგდებას და ექსპლუატაციას. მოხსენებაში ასევე აღწერილია 17 მაღალი შემოსავლის ქვეყნის მდგომარეობა, სადაც უნარშეზღდული ბავშვები ასევე ხდებიან ძალადობის მსხვერპლი.
უნისეფი თავის ანგარიშში მოუწოდებს საზოგადოებას დიდი ყურადღება დაუთმონ უნარშეზღუდული ბავშვების პრობლემას. ერთერთ ასეთ გამოსავლად უნისეფი განათლების ხელმისაწდვომობას ასახელებს, რის შედეგადაც უნარშეზღუდულ ბავშვებს სხვა ბავშვებთან ერთად თანაბარი შანსები უნდა მიეცეთ.
პოლა ჰანტი თვლის, რომ ხშირ შემთხვევაში უნარშეზღუდული ბავშვები უფრო მეტად უნარიანები არიან ვიდრე სხვა დანარჩენები.
„ჩემთვის დიდი მიღწევა იქნება ისეთი საზოგადოება სადაც ყველასთვის თანაბარი პირობებია შექმნილი. ეს კი შეამცირებს იმ საყოველთაო აღქმას რომელიც უნარშეზღუდლი ბავშვების შესახებ არსებობს,“ - აცხადებს ჰანტი.
ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ მსოფლიოს მთავრობებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ამ პრობლემას. დოკუმენტის მიხედვით, 1970 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთ წლამდე ასაკის 16,9 მილიონი ბავშვი დაიღუპა. ხოლო 2011 წელს კი ეს რიცხვი 6,9 მილიონამდე შემცირდა. ბავშვთა სიკვდილიანობის საერთო რაოედენობის ნახევარი აფრიკაში სუბ-საჰაერის რეგიონში დაფიქსირდა.
ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი
XS
SM
MD
LG