დაიცავით ბავშვების სიცოცხლე „გლაქსოსმისკლაინთან“ თანამშრომლობით, რათა ანტისეპტიკური საშუალებით ახალშობილთა ჭიპლარი გაიწმინდოს. ამ მარტივი ჩარევის მეთოდით, სამხრეთ აზიის გამოკვლევების მიხედვით, მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში ექვსიდან ერთი ახალშობილისთვის სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი ხდება. „გადაარჩინეთ ბავშვები“, ამ ორგანიზაციის მსოფლიოს დედათა განცხადებაში რომელიც ამ კვირას გავრცელდა, ასეთი ჩარევა საკვანძო სტრატეგიად განისაზღვრა მსოფლიოში მილიონზე მეტი ბავშვის გადასარჩენად. სწორედ ამ რაოდენობის ახალშობილი იღუპება ყოველწლიურად მსოფლიოში ამ ქვეყნად მოვლენიდან პირველ დღეს.
ჭიპლარის ინფექცია ახალშობილთა გარდაცვალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს განსაკუთრებით იმ ქვეყნებში სადაც, ბავშვები ძალიან ცუდ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში იბადებიან.
ორგანიზაცია „გადაარჩინეთ ბავშვების“ ინფორმაციით, ის 14 ქვეყანა, სადაც მაღალია ახალშობილთა გარდაცვალების შემთხვევები აფრიკული საჰარის ქვეყნებია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ახალშობილის დაბადებიდან პირველივე დღეს გარდაცვალების ფაქტების 40% დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაზე მოდის.
ახალშობილთა სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზი სეფსისის, მენინგიტის და ტეტანუსის ინფექციებია, რომელიც 15%ით განისაზღვრება. ამას ბაქტერია იწვევს, რომელიც სისხლში ჭიპლარის მოჭრის შემდეგ ხვდება.
ამ ინფექციების პრევენცია ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ანტიბიოტიკები ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი, ზოგჯერ ცენტრს არ აქვს, ხან ოჯახს მისი შეძენა არ შეუძლია.
გამოკვლევებმა აჩვენა რომ, ქლორექსიდინი იაფი, მარტივი ანტისეპტიკური საშუალება, რომელიც ნერწყვის შემადგენლობაშია, შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალშობილთა ჭიპლარის ნარჩენების გასაწმენდად. ასეთი გზით სხვადასხვა ინფექციების თავიდან აცილება არის შესაძლებელი.
საიმონ რაითი ორგანიზაცია „გადაარჩინეთ ბავშვების“ ხელმძვანელია.
საიმონ რაითი: ქლორექსიდინის მილები მისაწვდომია. მიუწვდომელი არის ის, თუ რომელი ფორმით არის ის უფრო მისაღები მშობიარისთვის, როცა არ შეიძლება პროდუქტის გაყინვა, რომელიც სახლში უნდა გამოიყენოს ახალმა ნამშობიარევმა დედამ, რადგან პირველი ერთი კვირა ახალშობილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყოველდღე უნდა მოიხმაროს.
ორგანიზაცია“ გადაარჩინეთ ბავშვები“ აცხადებს, ანტისეპტიკური სითხით შვიდ დღიანი მკურნალობის ციკლი 25 ამერიკული ცენტი ღირს.
მისი მიწოდება ბავშვისთვის შეუძლიათ ელემენტარული სამედიცინო განათლების მქონე მედ მუშაკს ან ოჯახის წევრებსაც.
კვლევის შედეგად ნეპალში, ბანგლადეშსა და პაკისტანში გაირკვა, რომ დაბადების შემდეგ ქლორექსიდინის სითხით მკურნალობა ახალშობილთა სიკვდილიანობას 23%-ით ამცირებს.
რაითი ამბობს რომ, ორგანიზაცია ამჟამად ბრიტანულ მრავალეროვნულ ფარმაცევტულ კომპანიასთან „ გლაქსოსმისკლაინთან“ ერთად მუშაობს, რათა ახალი ანტისეპტიკური გელი შექმნას, რომელიც მინიმალური რესურსების მქონე ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების მიერ იქნება ადაპტირებული.
ექიმი პოლინ ვილიამსი „გლაქსოსმისკლაინის“ ქლორექსიდინის პროექტს ხელმძღვანელობს.
პოლინ ვილიამსი: ამჟამად ვქმნით გელს, რომელსაც როგორც ჩანს ბევრი მომხმარებელი ეყოლება, ძირითადად დედები. არსებობს პრაქტიკული მოხმარების საკითხიც, როდესაც დედა გელს ჭიპლარში მოათავსებს როგორ უნდა დარჩეს იქ. ასევე იყო მოკვლევა ჩატარებული, რომელმაც აჩვენა რომ გელი სითხეზე უფრო ეფექტურია. მისი შენახვა ასევე პაკეტშია შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს რომ მისი სუფთა ტომარაში ჩადება და ტრანსპორტირება შეიძლება.
ვილიამსი ამბობს რომ „ გალქსოსმისკალინი“ და ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვები“ გეგმავენ რომ ჯანდაცვის მუშაკებს და ბებიაქალებს სპეციალური სწავლება ჩაუტარონ შესაბამისი ვიზუალური მასალით რომ მომხმარებლებს და დედებს მისი გამოყენება გაუადვილდეთ.
ის ასევე ამბობს რომ, შეეცდებიან შეინარჩუნონ ღირებულებ,ა რომელიც ერთი ბავშვის მკურნალობისთვის სულ რაღაც 25 ცენტს შეადგენს.
ექიმი ვილიამსის თქმით, დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება გელის ოპტიმალურ დამუშავებას. და ვიდრე საზოგადოებისთვის ის ხელმისაწვდომი გახდება, პრეპარატი მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა დაამტკიცონ.