ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იუნისეფი პნევმონიასა და დიარეას ებრძვის


იუნისეფის ახალი კამპანია პნევმონიისა და დიარეის წინააღმდეგ

გაეროს ბავშვთა ფონდი გლობალური ჯანდაცვის სფეროში მასშტაბურ კამპანიას იწყებს.

„მაღალი სიცხით, ხველებით და სუნთქვის უკმარისობით შემოიყვანეს“.

ანტიბიოტიკების სწრაფმა და ეფექტურმა კურსმა გოგონა პნევმონიის მწვავე ფორმისგან განკურნა.

„ბედნიერი ვარ, რომ გადარჩენა შევძელით და ის ცხოვრებას ჩვეულებრივ გააგრძელებს,“ ამბობს მკურნალი ექიმი.

ყველას ერთნაირად არ უმართლებს. სამხრეთ აზიაში და სუბ-საჰარის აფრიკაში პნევმონია და დიარეა 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მესამედზე მეტს იწვევს. გაეროს ბავშვთა ფონდი ყოველწლიური ანგარიშით ახალი გლობალური კამპანიის ინიციატივით გამოდის. მისი ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ამ ორი პრევენციული დაავადების შემთხვევათა შემცირებაა, რომელიც მსოფლიოში ზოგადად ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს. ჰოლი ნიუბი, იუნისეფის წარმომადგენელი, თვლის, რომ აქამდე ეს ორი ინფექცია საზოგადოების ყურადღების ცენტრში არასაკმარისად იყო:

„ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლების გამო მათ უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ. სხვა დაავადებებისგან განსხვავებით, რომელთა მნიშვნელობა ახლახან გამოიკვეთა, პნევმონიასთან და დიარეასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია,“ - აცხადებ ჰოლი ნიუბაი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი.

გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშით პნევმონიით დაავადებულ ბავშვთა მხოლოდ ერთ მესამედს აქვს ანტიბიოტიკებით მკურნალობის საშუალება
.

გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშით პნევმონიით დაავადებულ ბავშვთა მხოლოდ ერთ მესამედს აქვს ანტიბიოტიკებით მკურნალობის საშუალება. რესპირატორული ინფექციით წუთში საშუალოდ თითო ბავშვი იღუპება.

„უმოქმედობის საზღაური შოკისმომგვრელია“ - ამბობს ექიმი ორინ ლევინი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვაქცინაციის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი. გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ის განვითარებად ქვეყნებში პნევმონიის და დიარეის საწინააღმდეგო პნევმოკოკური და როტავირუსული ვაქცინების დისტრიბუციას ხელმძღვანელობს.

„ჯერ პრობლემის გადაჭრის მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ. ვცდილობთ ვაქცინა ბავშვებს როგორმე დროულად მივაწოდოთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ 2015 წლამდე ამ ვაქცინებით განვითარებად ქვეყნებში 50 მილიონი ბავშვის აცრას მოვახერხებთ,-“ აღნიშნავს ორინ ლევინი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დირექტორი.

იუნისეფში მიაჩნიათ, რომ პრობლემა რთული და კომპლექსურია.

„დადგა დრო პნევმონიის და დიარეის საკითხი მთელი სერიოზულობით დაისვას,“ დასძენს ჰოლი ნიუბაი

„ერთ-ერთი პრობლემა ისიცაა, რომ ბაქტერიის 90-მდე პათოგენური სეროტიპი არსებობს, “ აცხადებს ორინ ლევინი.

მომაკვდინებელი ინფექციების პრევენცია და მკურნალობა შემდეგი სტრატეგიით განხორციელდება: გაიზრდება ვაქცინების და ანტიბიოტიკების დისტრიბუცია განვითარებად სამყაროში, მოხდება ძუძუთი კვების რეკლამირება და წახალისება, ხელი შეეწყობა რეჰიდრატაციულ მარილებზე, სუფთა წყალზე და სანიტარიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
XS
SM
MD
LG