ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სესია გაიხსნა


ბან კი მუნი სირიის ხელისუფლების და მეამბოხეების საქციელს გმობს

გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი სირიის ხელისუფლების და მეამბოხეების საქციელს გმობს და მათ ძალადობის ნაცვლად დიალოგისკენ მოუწოდებს.

ბან კი მუნმა, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სესია გახსნა. მან გაეროს უშიშროების საბჭოს სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხში შეუთანხმებლობის გამო უსაყვედურა. გენერალურმა მდივანმა დელეგატებს განუცხადა, რომ ძალზე შეშფოთებულია სირიის ხელისუფლების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშებით, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. მისი თქმით, ქვეყანაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებები მწვავდება და ჰუმანიტარული კრიზისიც თანდათან ღრმავდება.
XS
SM
MD
LG