ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს იარაღზე გლობალური კონტროლის დაწესება სურს


ირანმა, სირიამ და ჩრდილოეთ კორეამ გაეროში იარაღით ვაჭრობის მარეგულირებელი ხელშეკრულება დაბლოკეს. ხელშეკრულების მიზანი იარაღით ვაჭრობაზე გლობალური კონტროლის დაწესება იყო, რომლის წლიური ბრუნვაც დაახლოებით 70 მილიარდი დოლარია.

ხელშეკრულების დასამტკიცებლად გენერალური ასამბლეის ყველა წყვევრის თანხმობა იყო საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების პროექტი პირველ კენჭისყრაზე ჩავადრა, ექსპერტები აცხადებენ, რომ მას მალე უშიშროების საბჭო განიხილავს, სადავ ხელშეკრულება აუცილებლად დამტკიცდება.

შეთანხმება საერთაშორისო სტანდარტებს შეიმუშავებს ტრადიციული იარაღის იმპორტზე, ექსპორტსა და გადაცემაზე. ის ასევე ეცდება შეიმუშაოს მექანიზმები, რომლებიც იარაღის ტერორისტებისთვის გადაცემას აღკვეთავს და არ იქნება გამოყენებული ადამიანის უფლებების შესალახად.
XS
SM
MD
LG