დედამიწაზე გამონაბოლქვი იმაზე 30 პროცენტით მეტად იზრდება, ვიდრე ეს გლობალური დათბობის შეკავებისთვის იყო საჭირო. განცხადებას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.
გაეროს მიერ გამოცემულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ გაცილებით ამბიციური გეგმის უქონლობის შემთხვევაში, დედამიწაზე ტემპერატურა კიდევ უფრო გაიზრდება და 2100 წლისთვის 3-3.2 გრადუსით მოიმატებს. ორგანიზაცია ფიქრობს, რომ გლობალური კლიმატური ცვლილებების შენელების მიზნით, ქვეყნებმა და კერძო ინდუსტრიებმა გამონაბოლქვის შესამცირებლად, უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან.
Facebook Forum