ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

4 მილიონი დევნილი სირიიდან


გაეროს მონაცემებით მარტო ბოლო 10 თვის განმავლობაში სირიიდან დევნილთარაოდენობა მილიონით გაიზარდა და ბოლო ორ წელიწადში 2.4 მილიონს გადააჭარბა.

სირიიდან დევნილთა რაოდენობა 4 მილიონს აღწევს. ახალი მონაცემი დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტომ გამოაქვეყნა.

გაეროს მონაცემებით მარტო ბოლო 10 თვის განმავლობაში სირიიდან დევნილთა რაოდენობა მილიონით გაიზარდა და ბოლო ორ წელიწადში 2.4 მილიონს გადააჭარბა. ომს გამოქცეული სირიელების თავშესაფარი უმთავრესად მეზობელი ქვეყნებია. თურქეთს 1.8 მილიონი დევნილი აფარებს თავს, ლიბანს - 1.1, იორდანიას - 630 ათასი, ერაყს - 250 ათასი, ეგვიპტეს კი - 130 ათასი. ჯერჯერობით სირიაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების არანაირი ნიშანი არ არსებობს.

XS
SM
MD
LG