ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქციებს სირიის წინააღმდეგ


სანქციებს სირიის წინააღმდეგ

თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარა თავად დააწესებს სანქციებს სირიის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ჩავარდა ევროპელების მიერ მომზადებული რეზოლუცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

რეზოლუციას რუსეთმა და ჩინეთმა დაადეს ვეტო, რამაც შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია. ბატონი ერდოღანის განცხადებით, ეს ვეტო ვერ შეაჩერებს თურქეთს და ევროპის სხვა სახელმწიფოებს მიიღონ გადამჭრელი ზომები სირიაში ძალადობის აღსაკვეთად.

გაეროში ამერიკის ელჩის სუზან რაისის განცხადებით, საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის და პორტუგალიის მიერ მომზადებული რეზოლუცია იმ ქვეყნებმა დაბლოკეს, რომლებიც იარაღს ყიდიან სირიას. მისი თქმით: “ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ცვლილებების ფონზე ამ რეგიონის ხალხებმა კარგად დაინახეს, თუ რომელი ქვეყნები ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის გავრცელებას და ვინ უჭერს მხარს დიქტატურას.“

შეერთებული შტატების დელეგაციამ დატოვა სხდომათა დარბაზი, როდესაც სირიის წარმომადგენელმა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგე ქვეყნების გაკრიტიკება დაიწყო.

რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა ვეტოს გამოყენება იმ გარემოებით ახსნა, რომ ბევრი სირიელი არ უჭერს მხარს ანტი-სამთავრობო გამოსვლებს.

XS
SM
MD
LG