ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი უფლებადამცველების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა დღეს შეტევა განაახლეს ქალაქ ჰომსში მყოფ ოპოზიციაზე. კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით შეტაკების დროს 31 ადამიანი დაიღუპა. ლონდონში მოქმედი ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, კვირას დაღუპულთა შორის 14 მშვიდობიანი მოქალაქეა. მათგან შვიდი ადამიანი სამთავრობო ძალებმა ქალქ ჰომსში მოკლეს. ამავე ჯგუფის ინფორმაციით, უშიშროების ძალების ოთხი წევრი დაიღუპა ოპოზიციის მხარეს გადასულ ჯარისკაცებთან შეტაკების შედეგად. გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის განცხადებით, სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყების დღიან 2900-ზე მეტი ადამიანი დაღუპული.

XS
SM
MD
LG