პრეზიდნეტმა ბარაკ ობამამ გაეროს ათასწლეულის განვითარებისადმი მიძღვნილი სამ დღიანი სამიტის ბოლო დღეს ამერიკის გლობალური განვითარების გეგმა წარადგინა, რომელიც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის წახალისებაში საკვები გრანტებისა და ფინანსური დახმარებების გაცემაში მდგომარეობს.
ამერიკის პრეზინდეტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჰაიტისა და პაკისტანის მაგალითზე ამერიკა არ აპირებს წამყვანი ჰუმანიტარული დახმარების აღმომჩენი ქვეყნის როლის მიტოვებას.
“ჩვენმა დახმარებამ მოკლე ხანში ბევრის სიცოცხლე იხსნა, მაგრამ ამ საზოგადოებებისთვის ეს გრძელვადიანი დახმარება არ ყოფილა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მილიონობით ადამიანი ათწლეულების მანძილზე საკვაბის დახმარებაზის სახით მიღებაზეა დამოკიდებული, ეს განვითარება არ არის, ეს დამოკიდებულებაა და ეს ის წრეა, რომლის გატეხვაც გვჭირდება.”-აცხადებს ბარაკ ობამა.
ამერიკის პრეზინდეტის მიერ ახლახანს ხელმოწერილ დირექტივაში ნათქვამია, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისა თვალსაზრისით, მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების დახმარება ამერიკის მოვალეობა .
გამომდინარე იქიდან, რომ ბარაკ ობამას ახალი ინიციატივა, ეკონომიკურ პრობლემებს ემთხვევა, პრეზიდენტი წამოწყების დაცვას შეეცადა. მისი თქმით, უღარიბეს ქვეყნებში მიღწეულმა პროგრესმა, შესაძლოა მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის ამერიკაშიც გამოიწვიოს ხალხის კეთილდღეობა.
“როდესაც მამებს ოჯახების შენახვის საშუალება არ აქვთ, ეს სასოწარკვეთილების მიზეზი ხდება, ამან კი არასტაბილურობა და ძალადობრივი ექსტრემიზმი შეიძლება გამოიწვიოს. როდესაც დაავადება დაუდგენელია, ის მსოლფიოს გარშემო საფრთხეს მილიონობით ადამიასნ უქმნის. “-ბრძანა პრეზინდენტმა.
პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ახალი სტრატეგია, სავაჭრო ბარიერებს დანგრევასა და ოფიციალური კორუფციის დამარცხებას გამოიწვევს. მისი თქმით ბევრ ქვეყანაში, კორუფცია კეთლდღეობის მიღწევის ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამიტმა მსოლფიოს წამყვანი ქვეყნების მიერ ათასწლეულის განვითარების პროგრამის არაერთგვაროვანი შედეგები წარმოაჩინა.
უმძლავრესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა, მათ შორის ამერიკამ ვერ შეძლეს, საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ პროცენტის შვიდი მეათედის დახმარების სახით გაცემა.
გუშინ გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ჯანდაცვის გლობალური სტრატეგიისთვის, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პასიურ სფეროდ არის მიჩნეული ათასწლეულის განვითარების სფეროებს შორის, 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ გააკეთა განცხადება. მიზანი - მომდევნო 5 წლის მანძილზე 16 მილიონი ქალისა და ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაა.
ირინა ცერცვაძე. ამერიკის ხმა. ვაშინგტონი.