ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ბირთვული აქტივობის ნიშნები არ იკვეთება - გაერო

People wait in line in the freezing rain to fill their propane tanks in Houston, Texas. Millions in Texas still had no power after a historic snowfall and single-digit temperatures created a surge of demand for electricity to power homes.

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დღეს გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება 2015 წლის ანგარიშზე გაამახვილა, რომლის მიხედვითაც, ირანში ბირთვული იარაღის განვითარებაზე მიმანიშნებელი “სარწმუნო ინდიკატორები” 2009 წლის შემდეგ არ ყოფილა. განცხადებას ერთი დღით წინ უსწრებდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პრეზენტაცია, რომელშიც მან ირანში მიმდინარე საიდუმლო ბირთვული შეიარაღების დამამტკიცებელი მასალა წარმოადგინა.

2015 წლის ანგარიშმა დაასრულა ათ წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელებული გამოძიება, რომელიც ირანში ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობის ბრალდებებს სწავლობდა. გამოძიების შედეგი იმავე წელს დადებული ისტორიული პაქტის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი გახდა. შეთანხმება 2015 წელს ირანს და შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს და გერმანიას შორის დაიდო. ბირთვული პროგრამების შეზღუდვის სანაცვლოდ, ირანს სანქციები შეუმსუბუქეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG