ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სხდომას მიმართა. მართალია ის ცნობილია, როგორც გლობალიზაციის წინააღმდეგი და ჯგუფური, მრავალმხრივი შეთანხმებებების მოწინააღმდეგე, მაგრამ როგორც ასამბლეის მასპინძელი ქვეყნის ლიდერი, მოვალე იყო მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმისთვის მიემართა. ეს ტრამპის რიგით მესამე მიმართვა იყო.

"თუ თავისუფლება გინდა, საკუთარი ქვეყანა უნდა გეამაყებოდეს. თუ დემოკრატია გსურს, მხარი დაუჭირე სუვერენიტეტს. თუ მშვიდობა გინდა, გიყვარდეს შენი ერი" - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

ტრამპმა გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ირანზე და მკაცრად გააკრიტიკა მისი საგარეო პოლიტიკა. ერთი დღით ადრე, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც საუდის არაბეთში ნავთობსაწარმოებზე მიტანილ იერიშში, ბრალი ირანს დასდეს. ისინი ამერიკის ინიციატივას შეუერთდნენ და თეირანს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. ირანი ბრალდებას უარყოფს.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, პრეზიდენტი ტრამპი მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს პირისპირ ხვდება. ის ასევე ესწრება დიპლომატიურ მიღებას, რომელსაც გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მასპინძლობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG