ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს კლიმატის სამიტზე მსოფლიო ლიდერები, ტრამპის გამოკლებით, იკრიბებიან


მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები გაეროს ეგიდით მიმდინარე კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ სამიტს ესწრებიან. ამ ფონზე, მეცნიერები და სპეციალისტები მოუწოდებენ, რომ ბევრად მეტია გასაკეთებელი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად.

დღეს გამართულ სამიტზე სამოცამდე ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი გამოვა სიტყვით. მოხსენებები დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა სტიქიასთან გამკლავება, ფინანსები, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებას სჭირდება, განახლებადი ენერგიის წყაროების მოძიება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ სამიტს არ დაესწრება. იგი დღეს რელიგიური უმცირესობების დევნის თემაზე გამართულ შეხვედრებს დაესწრება და პაკისტანის, პოლონეთის, ახალი ზელანდიის და სამხრეთ კორეის ლიდერებთან გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG