ჟენევაში სირიის საკითხებზე სამშვიდობო კონფერენცია გრძელდება. გაეროს და არაბული ლიგის საგანგებო დესპანი -ლახდარ ბრაჰიმი- ამერიკის და რუსეთის ოფიციალურ პირებს ხვდება. ალეპოდან კი, სირიელ ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი ქალაქიდან, აქტივისტები ათობით ახალი მსხვერპლის შესახებ იტყობინებიან. ბრიტანელი უფლებადამცველების ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 51-ს აღემატება.
დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოსთვის სირიის კონფლიქტის დარეგულირების ორ გეგმას სთავაზობს. პირველი ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბების გაზრდას ითვალისწინებს, მეორე კი ტერორიზმთან ბრძოლაზე კონცენტრირდება.
ჟენევის სამშვიდობო კონფერენციის მეორე რაუნდზე ჯერჯერობით მინიმალური პროგრესი შეინიშნება. ლახდარ ბრაჰიმი ბოლოს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გენატი გატილოვს, შეხვდა. ბრაჰიმმა მათთან კონსულტაციები სამშვიდობო მოლაპარაკების დაწინაურების გზებთან დაკავშირებით გაიარა.