ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში უკრაინელ ფეხბურთელს ჯაშუშობის ბრალდებით 12 წელი მიუსაჯეს


უკრაინის მოქალაქე და ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი ვასილ ვასილენკო რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ვასილენკო დამნაშავედ ცნო და სასჯელიც იმავე დღეს გამოაცხადა. ვასილენკო 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს "სახიფათო ნივთიერებების", იარაღის და კულტურული ფასეულობის კონტრაბანდის ბრალდებით. მოგვიანებით მისი მიმართ წაყენებული ბრალი ჯაშუშობით შეიცვალა.

მისი საქმის მასალები გასაიდუმლოებულია და საზოგადოებისთვის სხვა არაფერია ცნობილი. საქმის გასაიდუმლოების მიზეზით, საჯარო კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია არც თავად ვასილენკოს.

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში უკრაინის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით.

მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ დაიძაბა, როდესაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. აღმოსავლეთ უკრაინაში კი კრემლი კვლავ განაგრძობს პრორუსული სეპარატისტების მხარდაჭერას. ამ წლების განმავლობაში კონფლიქტს 13 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG