ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა: რა ვიცით ამ დროისთვის


რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის უკანასკნელი დეტალები:

  • თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ლიდერ პუტინთან შეხვედრას პრინციპში დათანხმდა, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება.
  • კრემლმა განაცხადა, რომ შეხვედრის კონკრეტული გეგმები ჯერჯერობით არ არსებობს. უკრაინა შესაძლო მოლაპარაკებებს მიესალმა და გამოთქვა იმედი, რომ ამის შედეგად რუსეთი ჯარებს უკან დახევს.
  • საფრანგეთმა, რომელიც მოლაპარაკებებს შუამავლობდა, თქვა, რომ დეტალების დადგენას ამ კვირაში, აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის მოლაპარაკებების დროს მოელიან.
  • ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთის ჯარის მზარდი განლაგება, კიბერთავდასხმები და აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლების განახლება მიანიშნებს, რომ მოსკოვი ფართომასშტაბიანი ომის წინ „საკუთარ სცენარს მიჰყვება“.
  • თეთრი სახლის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დიპლომატიური მიდგომის ერთგულია, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, „მძიმე საპასუხო შედეგებს“ უზრუნველჰყოფს.
  • კვირას რუსეთმა თვისი სამხედრო წვრთნები ბელარუსში, უკრაინის ჩრდილოეთი საზღვრის გასწვრივ გააგრძელა.
  • დასავლეთი რუსეთისგან მოითხოვს, უკრაინის საზღვრიდან თავისი ჯარი და შეიარაღება გაიყვანოს, მოსკოვი კი ნატოზე წნეხს ახორციელებს, რომ მან აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ოპერაციები შეკვეცოს. რუსეთი ასევე ითხოვს, რომ დასავლეთმა უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ დაუშვას. ამ მოთხოვნას შეერთებული შტატები „ფუჭ ინიციატივას“ უწოდებს.
XS
SM
MD
LG