ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალადობის ფაქტები აღმოსავლეთ უკრაინაში


სეპარატისტები ეუთოს თანამშრომლებს დაესხნენ თავს და უკრაინის არმიის 5 წარმომადგენელთან ერთად ეუთოს მისიის 7 წევრი მძევლად აიყვანეს

აღმოსავლეთ უკრაინიდან ცნობები ახალი ძალადობის ფაქტების შესახებ ვრცელდება. დღეს ქალაქ კრამატორსკის მახლობლად მდებარე ბაზასთან უკრაინის სამხედრო ვერტმფრენი ააფეთქეს. უკრაინის ოფიციალური პირები აფეთქებას პრორუს ამბოხებულებს აბრალებენ. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში განახლებულ ანტი-ტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „სისხლიან დამნაშავეებს“ უწოდებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღეს საღამოს სეპარატისტები სლავიანსკში ეუთოს თანამშრომლებს დაესხნენ თავს. მათ შეაჩერეს ავტობუსი, რომელშიც უკრაინის არმიის 5 წარმომადგენელთან ერთად ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისიის 7 წევრი იჯდა. პრორუსმა სეპარატისტებმა ისინი მძევლებად აიყვანეს.
XS
SM
MD
LG