ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მოსკოვს III მსოფლიო ომის დაწყება სურს“


უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი რუსეთს მესამე მსოფლიო ომის დაწყების მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთს და უკრაინას შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების კონცენტრირება შეინიშნება. არსენი იაცენიუკი, უკრაინის მოქმედი პრემიერი რუსეთს ქვეყნის „სამხედრო და პოლიტიკური“ ოკუპაციის სურვილში დებს ბრალს. იაცენიუკმა დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის არმიის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა ევროპაში ბევრად უფრო ფართომასშტაბიან კონფლიქტს მოასწავებს და რომ მოსკოვს „მესამე მსოფლიო ომის დაწყება სურს“. რუსეთის ჯარების გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადება ხუთშაბათს, გვიან ღამით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც გააკეთა.

„რუსული ჯარების უკრაინის საზღვართან მუქარისშემცველ დღევანდელ გადაადგილებასთან დაკავშირებით მინდა გარკვევით განვაცხადო: თუკი რუსეთი ამ მიმართულებით სვლას გააგრძელებს, ეს არა მარტო საბედისწერო შეცდომა, არამედ ძვირი შეცდომაც იქნება“ - განაცხადა ვაშინგტონში ჯონ კერიმ. პრეზიდენტი ობამა დღეს საღამოს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ ევროპელ ლიდერებთან საუბარს გეგმავს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოფიციალური პირებისადმი გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს და მათ პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის სასწრაფო შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

კომენტარების ნახვა (3)

XS
SM
MD
LG