ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკებები უკრაინაში


უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობას ანტიტერორისტული ოპერაციის პირველი მსხვერპლის შესახებ ავრცელებს

უკრაინის უსაფრთხოების ძალებს და პრორუს სეპარატისტებს შორის მომხდარ შეტაკებებში სულ მცირე 5 ადაიანი დაიღუპა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ დღეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შინაგანმა ძალებმა არმიის დახმარებით 3 სეპარატისტული საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაანადგურეს. ქალაქ სლოვიანსკთან მომხდარ შეტაკებებში სულ მცირე 5 პრორუსი შეიარაღებული მეამბოხე დაიღუპა. რამდენიმე საათით ადრე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა ქალაქ მარიუპოლში სამთავრობო შენობებიდან პრორუსი სეპარატისტები განდევნეს და თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს.

მომხდარს სანკტ-პეტერბურგში მყოფი რუსეთის პრეზიდენტი „დანაშაულებრივ“ ქმედებად აფასებს. ვლადიმირ პუტინის თქმით, თუკი უკრაინის მთავრობამ მართლაც დაიწყო არმიის გამოყენება „თავისივე ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის წინააღმდეგ“, ეს „საკუთარი ხალხის მიმართ ჩადენილი სერიოზული დანაშაული“ იქნება. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთის სამხრეთ და დასავლეთ საზღვრებთან ახალი სამხედრო წვრთნები იწყება. უკრაინის საზღვართან დაწყებულ ვარჯიშებში მონაწილეობას სახმელეთო ძალებთან ერთად ავიაციაც მიიღებს.
XS
SM
MD
LG