ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინაზე დრონებით შეტევას აგრძელებს


რუსეთი უკრაინაზე იერიშების მიტანას აგრძელებს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, რუსეთმა შავი ზღვიდან იერიშები მიიტანა ოდესასა და დედაქალაქ კიევზე. ოფიციალური კიევი ამბობს, რომ დედაქალაქზე ეს ბოლო ოთხ დღეში რიგით მესამე თავდასხმაა. მოსკოვმა კიევსა და ოდესაზე იერიშების მისატანად ათობით დრონი გამოიყენა.

ოფიციალური ინფორმაციით, ღამის საათებში, რუსულ საჰაერო იერიშებს ოდესასა და კიევზე მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის საჰარო ძალებში განმარტავენ, რომ იერიშებისთვის რუსული ჯარი ირანული წარმოების „კამიკაძე“ დრონებს იყენებს, რომლებიც დაბალ სიმაღლეზე დაფრინავს და სამიზნესთან შეჯახების შემდეგ ფეთქდება.

„მათ [რუსებმა] იციან რომ ეს დრონები ნადგურდება. ჩვენ დაახლოებით 80 პროცენტს ვანადგურებთ,“- ამბობს იური ინჰატი უკრაინის საჰაერო ძალების პოლკოვნიკი.

თვითმკვლელი დრონების ჩამოგდება რთულია განსაკუთრებით ღამის საათებში. „როიტერის“ ინფორმაციით, სულ რუსეთმა ღამის განმავლობაში 24 დრონი გამოიყენა, საიდანაც უკრაინამ 18 გაანადგურა.

კიევში განმარტავენ, რომ რუსეთმა დედაქალაქზე შეტევის დროს ფრთოსანი რაკეტებიც გამოიყენა.

„საერთო ჯამში, საჰაერო იერიშების შედეგად დაზიარდა ავტომობილები და ინფრასტრუქტურა,“- ამბობს კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი პოპკო.

კიევისა და ოდესის გარდა რუსეთმა დაბომბა ხერსონიც, სადაც 23 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის საჰაერო იერიშების რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც კიევის მხრიდან კონტრშეტევისთვის სამზადისი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG