უკრაინის ვიცე-პრემიერმა, აღმოსავლეთის რეგიონების რეინტეგრაციის დარგში, ოლექსი რეზნიკოვმა, თანამდებობა დატოვა.
ვიცე-პრემიერის კაბინეტის წარმომადგენელმა პარლამენტში, ტარას მელნიჩუკმა, "ტელეგრამზე" დაწერა, რომ რეზნიკოვის გადადგომის წერილი უკვე დარეგისტირებულია რადაში. თუმცა, მას მეტი დეტალი იმის შესახებ, რატომ აპირებს მინისტრი გადადგომას, არ დაუკონკრეტებია.
უკრაინულ მედიაში წერენ, რომ 55 წლის რეზნიკოვის გადადგომის მიზეზი, შესაძლოა მთავრობაში ახალი თანამდებობის დაკავებით იყოს გამოწვეული. არსებობს მოსაზრება, რომ ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
რეზნიკოვი უკრაინის წარმომადგენელი იყო სამმხრივ სამუშაო პოლიტიკურ ქვეჯგუფში, რომელიც იმისთვის იკრიბება, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დონეცკისა და ლუგანსკის ნაწილებში, არსებული კონფლიქტი მოგვარდეს.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს დაიწყო და ის დღემდე გრძელდება. შეირაღებული კონფლიქტის შედეგად, შვიდი წლის განმავლობაში დონბასში 13,200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ყირიმის ანექსიამ, უკრაინას დამანგრეველი შედეგი მოუტანა- დაიღუპნენ ადამიანები, დაიკარგა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი და მკვეთრად გაუარესდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.
Facebook Forum