ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული თვითმფრინავები უკრაინის საზღვარზე


აშშ თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი რუსეთს აფრთხილებს, არ გადადგას უკრაინის მიმართ ისეთი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება არასწორად იყოს აღქმული

უკრაინაში მოვლენები სწრაფად იცვლება. ბოლო ცნობებით, რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა უკრაინასთან საზღვრის პატრულება დაიწყეს. მოვლენების ამგვარი განვითარება კიევში ახლადჩამოყალიბებულ უკრაინის მთავრობას ძირს უთხრის და მას რისკის ქვეშ აყენებს.

ვიდრე რუსული სამხედრო თვითმფრინავები პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით მიმდინარე სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, მოსკოვს გაფრთხილება გაუგზავნა. ჩაკ ჰეიგელი რუსეთს აფრთხილებს, არ გადადგას უკრაინის მიმართ ისეთი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება არასწორად იყოს აღქმული. თავდაცვის მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ უფლებებს და შესაბამისად რუსეთს და ყველა სხვა დანარჩენ ქვეყანას „ბრძნული მმართველობა“ მოეთხოვება.

რუსული საინფორმაციო წყაროების მიხედვით, მოსკოვმა უკრაინის დევნილი პრეზიდენტის -ვიქტორ იანუკოვიჩის- თხოვნა დააკმაყოფილა და მას „რუსეთის ტერიტორიაზე“ პირადი უსაფრთხოების დაცვის გარანტია მისცა. იმავე წყაროების ცნობით, იანუკოვიჩი ხვალ, 5 საათზე რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ დონის როსტოვში პრესკონფერენციას გამართავს.

უკრაინის ტერიტორიაზე, ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის საზღვაო ფლოტია განლაგებული. რეგიონალურ დედაქალაქ სიმფეროპოლში, რომელსაც მოსკოვთან მჭიდრო კავშირები აქვს, შეიარაღებული პირები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ და მათ აკონტროლებენ. ამ ნაგებობების თავზე რუსული სამფეროვანი დროშები ფრიალებს.
XS
SM
MD
LG