ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იანუკოვიჩი თავს უკრაინის პრეზიდენტად თვლის


უკრაინის პარლამენტის მიერ გადაყენებული პრეზიდენტი შაბათის შემდეგ საჯაროდ არსად გამოჩენილა

უკრაინის დევნილი პრეზიდენტი თავს ჯერ კიდევ ქვეყნის მეთაურად თვლის და პირადი უსაფრთხოების დაცვის თხოვნით, რუსეთს მიმართავს. ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადება დღეს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გამოაქვეყნეს. უკრაინის პარლამენტის მიერ გადაყენებული პრეზიდენტი შაბათის შემდეგ საჯაროდ არსად გამოჩენილა.

მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ტურჩინოვი რუსეთის საზღვაო ფლოტს აფრთხილებს, ყირიმში დაკავებული პოზიციები არ დატოვოს. ტურჩინოვის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რუსული ჯარების ნებისმიერი გადაადგილება „სამხედრო აგრესიად“ ჩაითვლება. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ყირიმში, ქალაქ სევასტოპოლშია ბაზირებული.

ყირიმის დედაქალაქის, სიმფეროპოლის ადგილობრივი ხელისუფლების შენობები პრო-რუსული ორიენტაციის შეიარაღებულ პირებს აქვთ დაპყრობილი. ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ შენობების თავზე რუსული დროშები ფრიალებს. უკრაინის მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ ქალაქის პოლიცია სრულ მობილიზაციაშია.
XS
SM
MD
LG