ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრმა იანუკოვიჩის დაკავების სანქცია გასცა


ევროკავშირის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი უკრაინაში შეხვედრებს მართავს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განდევნილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დაკავების სანქცია გასცა.

უკრაინის ახალი ხელისუფლება იანუკოვიჩს და მასთან დაახლოებულ პირებს დემონსტრანტების მასობრივ მკვლელობებში სდებს ბრალს.

შინაგან საქმეთა მოქმედმა მინისტრმა არსენ ავაკოვმა დაკავების სანქცია დღეს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაცხადა.

მან დაადასტურა, რომ იანუკოვიჩი ბოლოს ყირიმში ნახეს, თუმცა მისი დღევანდელი ადგილმდებარეობა უცნობია.

ამ ფონზე, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი უკრაინაში დღეს მართავს შეხვედრებს დროებით ლიდერებთან.

ეშტონის ოფისის ცნობით, კიევში ვიზიტს ევროკავშირის ლიდერი უკრაინისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციის საკითხებზე მსჯელობას დაუთმობს.
XS
SM
MD
LG