ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვის რკინიგზის ხაზის აღდგენით უკრაინას 10 მლნ ტონის გადაზიდვა შეუძლია


ოდესის პორტი, უკრაინა

უკრაინამ 23-წლიანი წყვეტის შემდეგ, მეზობელ მოლდოვასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს უკრაინას ყოველწლიურად 10 მილიონი ტონის გადაზიდვის საშუალებას მისცემს. განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ორშაბათის ვიდეო-მიმართვისას გააკეთა.

ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის საქონლის გადაზიდვისთვის იქნება განსაზღვრული ეს სარკინიგზო ხაზი. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს და მას შავი ზღვის პორტებიდან საექსპორტო ტვირთის გატანის გზები დაუბლოკა, კიევი ქვეყანაში ჩარჩენილი მილიონობით ტონა მარცვლეულის გასატანად სხვა მარშრუტებს ეძებდა. უკრაინა მსოფლიოში ხორბლეულის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია და მასზე ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული.

განახლებული სარკინიგზო ხაზი დაახლოებით 22 კილომეტრის სიგრძისაა და დასავლეთ უკრაინას მოლდოვასთან აკავშირებს. მოლდოვა კი რუმინეთის მეზობელია, რომელიც ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG