ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა მოლოდოვას ელექტროენერგიის მიწოდებას უმცირებს - კიშინოვი


მოლდოვას პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ანდრეი სპინუ

უკრაინამ, მოლდოვას ელექტრომომარაგება დაახლოებით 30%-ით შეუმცირა. ამის შესახებ 11 ოქტომბერს განცხადება მოლდოვის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ანდრეი სპინუმ გააკეთა.

მანამდე, 10 ოქტომბერს უკრაინამ განაცხადა, რომ ევროპულ ქსელში ელექტროენერგიის ექსპორტს აჩერებს. ამას წინ უსწრებდა უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმები. უკრაინის 15-მდე ქალაქზე რუსულ სარაკეტო იერიშებს, სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ქვეყნის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფათ, გამოსავალს ვეძებთ. მუდმივა კავშირზე ვართ უკრაინასთან და ევროკავშირთან“ - წერს სპინუ „Telegram”-ში.

მოლდოვას, ელექრომომარაგების კუთხით, კიევის გადაწყვეტილებამდეც რთულ ვითარება ჰქონდა. გასულ კვირაში, რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ მოლდოვას გაზით მომარაგებას შეუწყვეტს, თუ 20 ოქტომბრამდე, ანგარიშსწორების ვალდებულებებს არ შეასრულებს.

XS
SM
MD
LG