ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა


რუსეთის იერიშის შედეგად განადგურებული სახლი დონეცკის რეგიონში

"რადიო თავისუფლების" ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაცია ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო ახლა დეტალებს აზუსტებს.

დაღუპულის ვინაობის შესახებ უწყება ჯერჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებს. "მთავარი არხის" ცნობით, დაღუპული ქართველი უკრაინაში 2014 წლიდან ცხოვრობდა და ომის დაწყების შემდეგ, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის გამთენიისას იგი დონეცკის ოლქში სარაკეტო იერიშისას დაიღუპა.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, უკრაინაზე 24 თებერვალს დაწყებული რუსეთის თავდასხმის შემდეგ, იქ 19 მებრძოლი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG