ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობას ნატოში გაწევრიანება არ სურს


ახლახან ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ არც ერთ გარე ძალას აქვს უფლება ჩაერიოს მათი ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში.

ამერიკაში დაფუძნებული კომპანია „გალოპი“ ამბობს, რომ აპრილში გამოკითხული 1400 ადამიანის 78 პროცენტს მიაჩნია, რომ ისინი უკრაინის საქმეებში გარე ძალის ჩარევას ეწინააღმდეგებიან. გამოკითხვა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან ერთ თვეში ჩატარდა.

გამოკითხვამ მოსახლეობაში რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებიც აჩვენა, რომელიც ძირითადად გეოგრაფიულ მდებარეობასა და გამოკითხულთა ეთნიკურ წარმომავლობაზე იყო დამოკიდებული - კონკრეტულად კი იმაზე, უკრაინელი იყო ადამიანი თუ ეთნიკური რუსი.

დასავლეთ უკრაინაში გამოკითხული ადამიანების 84 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს. აღმოსავლეთ უკრაინაში კი გამოკითხულთა მხოლოდ 19 პროცენტს სურს იგივე. უკრაინის მასშტაბით, ევროკავშირის წევრობა ეთნიკური უკრაინელების უმრავლესობას და ეთნიკური რუსების ერთ მეხუთედს სურს. ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკრაინელების უმრავლესობას ნატოში გაწევრიანების სურვილი არ აქვს.

ყირიმში გამოკითხული 500 ადამიანის 74 პროცენტს მიაჩნია, რომ რუსეთთან შეერთების შემდეგ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.
XS
SM
MD
LG