ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევის სასამართლოს კიბეებზე მჯდომარე აქცია გაიმართა


კიევის სასამართლოს კიბეებზე მჯდომარე აქცია გაიმართა
კიევის სასამართლოს კიბეებზე მჯდომარე აქცია გაიმართა

კიევის სასამართლოს კიბეებზე ასამდე დემონსტრანტმა, რომელთა შორის უკრაინის პარლამენტის წევრებიც არიან, მჯდომარე აქცია გამართა. ისინი აცხადებენ, რომ ადგილიდან ფეხს არ მოიცვლიან, სანამ უკრაინის პოლიცია 50 წლის იულია ტიმოშენკოს პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს.

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლოს უპატივცემულობისთვის დააპატიმრეს. პროცესზე ქალბატონი ტიმოშენკო მოსამართლეს აბუჩად იგდებდა და ის რამდენიმე ოფიცერმა ხელბორკილით დარბაზიდან გაიყვანა. შეგახსენებთ, მას პრემიერობის პერიოდში ძალაუფლების გადამეტებაში ედება ბრალი, რაც უკრაინის ხაზინას ყველაზე ცოტა 190 მილიონი დაუჯდა.

ევროპელი ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სასამართლო პროცესს შესაძლოა პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდეს. სენატორმა მაკეინმა ქალბატონი ტიმოშენკოს დაპატიმრება დაგმო და ამ ფაქტს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა უწოდა. ექს-პრემიერის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებულ ამერიკელი სენატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში დემოკრატიული თავისუფლებების მომავალი ეჭვქვეშ დგება.

XS
SM
MD
LG