ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იანუკოვიჩი ტიმოშენკოს სასამართლო პროცესში არ ჩაერევა


იანუკოვიჩი ტიმოშენკოს სასამართლო პროცესში არ ჩაერევა
იანუკოვიჩი ტიმოშენკოს სასამართლო პროცესში არ ჩაერევა

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უარს აცხადებს ჩაერიოს იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესში.

დასავლეთმა იანუკოვიჩი არაერთხელ გააკრიტიკა ტიმოშენკოს სასამართლო პროცესის გამო, რომელსაც დასავლეთი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსისგან მიღებული წერილის საპასუხოდ, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ არ და ვერ ჩაერევა უკრაინის სასამართლოს მუშაობაში, რაც მიუღებელი იქნებოდა.

პრეზიდენტმა დასძინა რომ უკრაინის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი და მიუერძოებელია.

XS
SM
MD
LG