ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკოს სასამართლო პროცესის მოლოდინში


ტიმოშენკოს სასამართლო პროცესის მოლოდინში
ტიმოშენკოს სასამართლო პროცესის მოლოდინში

დღეს, კიევის ქუჩებში ექს-პრემიერ მინისტრის უდანაშაულობის ან მისი ბრალეულობის შესახებ ხშირად გაიგებთ.

იქვე, 19 საუკუნეში აგებული სასამართლოს შენობაში კი, რომელიც ცენტრიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს, უკრაინის ოპოზიციის ლიდერი სასამართლო პროცესის მოლოდინშია.

დედაქალაქში დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკების წარმომადგენლები სასამართლოს მოლოდინში განსხვავებულ სურათს ხატავენ.

პროფესიით მასწავლებელი, 30 წლის ოლგა მოლა ამერიკის ხმის ჟურნალისტს ეუბნება, რომ თუ ტიმოშენკოს ბრალი დასდეს, ამით უკრაინაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა სამუდამოდ დასამარდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ყოფილ პრემიერ მინისტრს ხელისუფლება 2009 წელს რუსეთთან ხემოწერილი ბუნებრივი აირის შეთანხმების გამო სდებს ბრალს. რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის საკითხში მაშინ მიღწეულმა გარიგებამ უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კრიზისი დაასრულა, თუმცა უკრაინის პროკურორებს ახლა მიაჩნიათ, რომ ტიმოშენკომ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა, როცა ათი წლის ვადით რუსეთისგან მაღალ ფასად გაზის შესყიდვას დათანხმდა.

კიდევ ერთი უკრაინელი, 33 წლის მიროსლავ ნაბილი უკმაყოფილოა, რომ ევროპამ ტიმოშენკოს ზუგი შეაქცია

ნაბილი ამბობს, რომ სამი წლის წინ ევროპა ტიმოშენკოს სწორედ აღნიშნული გაზის შეთანხმების გამო ემადლიერებოდა და ახლა არ ესმის თუ რატომ დუმს იგი?

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა და შვედეთმა ტიმოშენკოს წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესი გააკრიტიკეს. პოლიტიკური ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ დანაშაულის დამტკიცება ევროკავშირს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერას გადააფიქრებინებს კიევთან.

ვაშინგტონში, ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვეს ტიმოშენკოს გასამართლების გამო და განაცხადეს, რომ მომხდარი შერჩევითი სამართლის კარგი მაგალითია. ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დასძინეს, რომ უკრაინაში კორუფციის ბრალდებებით მხოლოდ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ასამართლებენ.

ტიმოშენკოს მხარდამჭერთა ბანაკის შორიახლოს განლაგებული იანუკოვიჩის მომხრეთა ბანაკიდან ანტი ამერეკული მიმართვები გაისმის. გამომსვლელები ამერიკას უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევას აბრალებენ.

ანტი ტიმოშენკოს ლოზუნგებით აქციის ერთერთი ორგანიზატორი ლუდმილა ლოვოლვიოვა გამოიჩრევა, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც იპარავს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას მხოლოდ იმიტომ რომ ის ოპოზიციონერია.

ალიონა გეთმანჩუკი კიევში არსებულ მსოფლიო მშვიდობის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. კვლევითი ორგანიზაციის მესვეური ჩვენთან საუბარში დარწმუნებულია, რომ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ტიმოშენკოს წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა.

„ამ ნაბიჯთ იანუკოვიჩმა უკრაინის ოპოზიცია გააერთიანა და მისი მთავარი პოლიტიკური მეტოქის მისამართით საზოგადოების კეთილგანწყობის შექმნას შეუწყო ხელი, რამაც ლოგიკურად, ტიმოშენკოს პოლიტიკური რეაბილიტაცია დაიყო.“

გეთმანჩუკის განცხდებით, მოსკოვი ამ საქმის მსვლელობისას, ეწინააღმდეგება რა სასამრთლოს გამართვას, ყურადღებას ამახვილებს კიევის ძალისხმევის წარუმატებლობაზე-ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ, რასაც მოსკოვი უკრაინაში დემოკრატიის ხარისხის ნაკლებობით ხსნის.

XS
SM
MD
LG