ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო გარემოს ოფიციალური პირები და ექსპერტები აფასებენ


პრო-რუსი დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ გამოდიან, დონეცკი, 24 მაისი, 2014
პრო-რუსი დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ გამოდიან, დონეცკი, 24 მაისი, 2014
25 მარტს უკრაინელები პრეზიდენტს აირჩევენ. დასავლეთი, არჩევნებს ქვეყანაში დემოკრატიისა და ცვლილების განხორციელების უმნიშვნელოვანეს ეტაპად აღიქვამს. მას მიმდინარე ძალადობა, და მოსკოვის მონაწილეობა აფიქრებს ამ კონფლიქტში.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გაიზრდება თუ მოსკოვი არჩევნების მიმდინარეობაში ჩაერევა.

"თუ რუსეთი ან მისი რწმუნებულები არჩევნების ჩაშლას შეეცდებიან, სანქციები გაფართოვდება,"-თქვა კერიმ.

ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი ფიქრობს, რომ შედეგებს დიდი გავლენა ექნება. მოსკოვი კი ორიდან ერთერთი მიზნის მიღწევას ცდილობს.

"საარჩევნო პროცესით რუსეთი ცდილობს ან გაიმყაროს პოზიცია, რომლის მიზანი აღმოსავლეთ უკრაინის შემდგომი დესტაბილიზაცია იქნება, ან არადა თავი დაანებოს აღმოსავლეთ უკრაინისთვის ბრძოლას. ამის დატურია ის წინააღმდეგობრივი განცხადებები, რომლებსაც რუსეთი აკეთებს-ერთის მხრივ რომ არჩევნები არალეგიტიმურია და მეორეს მხრივ ის, რომ არჩევნებმა შესაძლოა წვლილი შეიტანოს არსებული ვითარების დარეგულირებაში. ვფიქრობ, ასე იმიტომ ხდება რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ დაფინანსებულ ამბოხს წარმატებული შედეგი არ აქვს. ქვეყანაში, მთლიანობაში აქცენტი საარჩევნო კამპანიაზე და სამომავლო შედეგებზეა გადატანილი.
ამ პირობებში აღმოსავლეთში ეუთოს შესვლა და არჩევნების მონიტორინგი შესაძლებელი გახდა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია."

არჩევნების ჩატარებას მიესალმება ამერიკელი კონგრესმენი დანა რორბაჰერიც, თუმცა სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს:

" მარტო არჩევნების ჩატარება არაფერს ნიშნავს, ეს უნდა იყოს კონკურენტული პროცესი, რეალური ალტერნატივებით ხალხისთვის. ამასთან, უნდა ჩამოყალიბდეს კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა, რათა ყველამ აღიაროს არჩევნების შედეგები და, არ გენმეორდეს ის რაც მოხდა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა ქუჩაში, უკმაყოფილო ადამიანების საპროტესტო აქციები დაიწყო შედეგების (არა) ლეგიტიმურობის მიზეზით. ამას გარდა, ბოლო პრეზიდენტი უთანხმოების ნიადაგზე იძულებული იყო თანამდებობიდან წასულიყო. მე ბევრი რამ არ მომწონს ამერიკის პრეზიდენტის, მაგრამ არასდროს ვიფიქრებ მისი ძალისმიერი მეთოდებით თანამდებობიდან ჩამოცილებას."

ამერიკის ხმასთან საუბრისას შეშფოთება ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საჯარო დემოკრატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში რიჩარდ სტენგელმა პირადად დააფიქსირა.

სტენგელის თქმით, შეერთებული შტატების მთავრობა უკრაინაში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ იბრძვის, რაც საზოგადოებაში რეალურად არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატება.

ჩვენ გვსურს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ხელი ყველა შესაძლო მეთოდით შევუწყოთ. არჩევნებს შესაძლოა პრობლემები ახლდეს დასავლურ დემოკრატიებშიც, თუმცა ჩვენ გვაშფოთებს ის, თუ რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში.„

რუსეთის დასასჯელად დასავლეთის ქვეყნებმა უკვე მიმართეს სანქციებს. თუმცა ექსპერტებს უჭირთ შეაფასონ სანქციების ზუსტი გავლენა. მიუხედავად ამისა, მიმდინარე მდგომარეობა სავარაუდოდ, ზეწოლას მხოლოდ გააძლიერებს რუსეთის ეკონომიკაზე. ვაშინგტონში არსებული საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის ექსპერტი ანდერს ასლუნდი ფიქრობს, რომ სანქციების ეფექტი ძალიან ხელშესახები არ არის, და მაინც:

"სანქციებმა გავლენა უკვე იქონია. ფაქტია, რომ მოსკოვი, აღმოსავლეთ უკრაინაში მიზნის მიღწევას ვერ ახერხებს. ამის ერთერთი მიზეზი სწორედ სანქციებია."

უცხოელი დამკვირვებლების პირველადი შედეგები ორშაბათს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG