ვაშინგტონი —
სანქციების დაწესების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი ძალისხმევას არ წყვეტს უკრაინის კრიზისი დიპლომატიური გზებით მოაგვაროს. მომავალ კვირას ევროპელ მოკავშირეებს ის პირადად შეხვდება დასავლეთის საპასუხო ნაბიჯების განსახილველად.
ბარაკ ობამა:
“ამერიკასა და რუსეთს შორის დიპლომატია გრძელდება. ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ალტერნატივა-აირჩიოს სიტუაციის დეესკალაციის გზა, ალტერნატივა, რომელიც რუსეთის მიერ დიპლომატიური გზის ერთგულებას გულისხმობს კიევის მთავრობასთან მუშაობის გზით, რაშიც დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობა გასწევს.”
23 სექტემბერს ამერიკის პრეზიდენტის ექვსდღიანი საგარეო ტურნე იწყება. ევროპის სახელმწფოებში მოგზაურობისას, ობამა მოკავშირეებს უკრაინის ეკონომიკურ დახმარებაზე დაელაპარაკება, ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებზე.
პრეზიდენტის პირველი გაჩერება ჰააგაში იქნება.
დიდი რვიანის წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ამჯერად სამიტში მონაწილეობას რუსეთი არ მიიღებს. ბარაკ ობამამ, დიდი შვიდიანის მიმდინარეობის პარალელურად, მოკავშირეები ამ ბლოკიდან ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობის მისაღებადაც მიიწვია, სადაც მსოფლიოს დამატებით 50 ქვეყნის ლიდერიც მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.
ბირთვული უსაფრთხოების სამიტი წელს სწორედ, ჰააგაში, მომავალ ორშაბათსა და სამშაბათს--24, 25 მარტს გაიმართება. ბირთვული უსაფრთხოების უმაღლესი დონის შეხვედრას, რომელიც გლობალურად ბირთვული ტერორიზმის აღკვეთას ისახავს მიზნად, ამერიკის პრეზიდენტმა 2010 წელს ჩაუყარა საფუძველი. პირველი სამიტი ვაშინგტონში, 2010 წელს ჩატარდა, მეორეს კი სამხრეთ კორეის დედაქალაქმა 2012 წელს უმასპინძლა.
მოსკოვის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების განხილვაში, სავარაუდოდ, ამერიკელ პრეზიდენტს დახმარება ჩინეთიდანაც ექნება. პეკინმა რუსეთის ქმედებები ყირიმში უკვე დააყენა ეჭვის ქვეშ. ამერიკელმა და ჩინელმა ლიდერებმა კი უმაღლესი დონის ორმხრივი შეხვედრა დაგეგმეს.
ამის შემდეგ, ჯერი ევროკავშირსა და ნატოზე მიდგება. ჯერჯერობით, ამერიკულმა და ევროპულმა სანქციებმა მოსკოვს უარი ვერ ათქმევინა უკრაინაში სიტუაციის დეესკალაცია დაეწყო. ამასთან დაკავშირებით, ისევ ვიზიტის ფარგლებში ობამა, ნატოს მოკავშირეებს ბრიუსელში მიმართავს სიტყვით და უკრაინის თემის ხაზგასმასთან ერთად, მოკავშირეებს ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაუფიქსირებს.
ვიზიტის დაწყებამდე, ბარაკ ობამამ განაცხადა:
“ამერიკის მხარდაჭერა ნატოს მოკავშირეებისადმი ურყევია. ჩვენ მეხუთე მუხლის ვალდებულებები და მრავალი თაობის მიერ გაზიარებული საერთო ღირებულებები გვაერთიანებს, რათა ერთმანეთი დავიცვათ.”
პრეზიდენტის ბოლო გაჩერება ევროპული ტურნეს განმავლობაში რომი იქნება, სადაც ის რომის პაპ ფრანცისკთან სიღარიბისა და უთანასწორობის დაძლევის ინიციატივებზე ითათბირებს.
რომიდან ამერიკის პირველი პირი საუდის არაბეთში გაფრინდება. ომი სირიაში და ირანის ბირთვული ამბიციები საუდის არაბეთის მეფე აბდულასთან შეხვედრის მთავარი საკითხები იქნება. ანალიტიკოსების აზრით, რიადში შეხვედრებისას ამერიკელი ლიდერი კიდევ ერთხელ გაუსხვამს ხაზს საუდის არაბეთის გაერთიანებული სამეფოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერასა და ნდობას.