ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ირანის ბირთვულ ხელშეკრულებას დადებითად აფასებს


პრეზიდენტი ხაზს უსვამს ირანთან დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელების საჭიროებას

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაიცვა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებსა და ირანს შორის დადებული ბირთვული ხელშეკრულება. მან თქვა, რომ ეს „უსაფრთხოებისთვის გამართლებულია“.

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა და კონგრესის ზოგიერთმა წევრმა გააკრიტიკეს ეს შეთანხმება. ისინი ამბობენ, რომ ხელშეკრულება ირანს ხელუხლებლად უტოვებს მისი ბირთვული პროგრამის ზედმეტად დიდ ნაწილს და იმავდროულად ზედმეტად არბილებს სანქციებს.

ბატონმა ობამამ გუშინ ლოს ანჯელესში თქვა, რომ შეთანხმების გაფორმების შემდეგაც ყველა იმ შესაძლო ვარიანტის გამოყენების შესაძლებლობა განიხილება, რომლითაც მოხდება იმის უზრუნველყოფა, რომ ირანს არ ჰქონდეს ატომური იარაღი.

პრეზიდენტი ამ პაქტს ამაზე ადრე სან ფრანცისკოში გამოსვლისას მიესალმა, აღნიშნა რა, რომ ეს პროგრესის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ყველაფერი შეჩერებული იყო ათწლეულის განმავლობაში. მან ხაზი გაუსვა დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელების საჭიროებას და „კონფლიქტის დაუსრულებელ ციკლზე“ უარის თქმას.
XS
SM
MD
LG