ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთის როლი რეგიონში


სახელმწიფო მდივანი საუდის არაბეთის მონარქ-მეფე აბდულასთან შესახვედრად ემზადება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი არაბულ სამყაროში საუდის არაბეთის წამყვან როლს ქებით იხსენიებს. კერი ამ არაბულ სახელმწიფოსთან, ვიზიტის ფარგლებში, ურთიერთობების ნორმალიზაციას ისახავს მიზნად სირიისა და ირანის საკითხებში არსებული განსხვავებების ფონზე.

კერი, ამ წუთებში საუდის არაბეთის მონარქ-მეფე აბდულასთან შესახვედრად ემზადება.

რიადში, ორშაბათს ამერიკელმა ლიდერმა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ორ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოუწევს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით.
მან ასევე გაიმეორა ამერიკის პოზიცია ირანთან მიმართებაში და თქვა, რომ ირანს არ მიეცემა საშუალება ბირთვული იარაღი განავითაროს.
XS
SM
MD
LG