ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთი უშიშროების საბჭოს აკრიტიკებს


საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 15 წევრიან უშიშროების საბჭოს რეფორმების გატარებამდე არ შეუერთდება

საუდის არაბეთმა უარი თქვა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრის ადგილის დაკავებაზე, როგორც თვითონ უწოდა, იმ ორმაგი სტანდარტების გამო, რომლებიც ხელს უშლიან ამ ორგანოს ეფექტურ მუშაობას.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება 15 წევრიან უშიშროების საბჭოს, სანამ არ გატარდება რეფორმები, რაც მას საშუალებას მისცემს „შეინარჩუნოს მსოფლიოს მშვიდობა და უსაფრთხოება.“

საუდის არაბეთმა წარსულში გააკრიტიკა საბჭო, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის საწინააღმდეგო რეზოლუციების არმიღების გამო.

საბჭოს მუდმივმა წევრებმა, რუსეთმა და ჩინეთმა სამჯერ დაადეს ვეტო ასეთ რეზოლუციებს.
XS
SM
MD
LG