ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი თუ თურქეთი? - სად გაგრძელდება სამშვიდობო მოლაპარაკება


სოფელი ვასილკოვი, უკრაინა. 12 მარტი, 2022.

უკრაინაში რუსეთის ხელახალი შეჭრიდან სამი კვირის შემდეგ, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ სად გაგრძელდება სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდლიაკის თქმით, ისინი ამ მიმართულებით ორ შუამავალთან, თურქეთთან და ისრაელთან საუბრობენ.

„როდესაც შეჯერება მოხდება, გაიმართება შეხვედრა. ვფიქრობ დიდი დრო არ დაგვჭირდება“- თქვა პოდოლიაკმა ეროვნულ ტელევიზიასთან საუბრის დროს.

12 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა ინიციატივა, რომლის თანახმადაც ის მზად არის პირისპირ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. ზელენსკი ამბობს, რომ მზადაა ამისთვის ჩავიდეს ისრაელში, თუ შეხვედრის წინაპირობა ცეცხლის შეწყვეტა იქნება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს უკვე ესაუბრა და მას პუტინთან შეხვედრის ადგილად იერუსალიმი შესთავაზა.

ზელენსკის შეთავაზებაზე კრემლის პასუხი ამ დრომდე უცნობია. რუსეთში ამბობენ, რომ უკრაინაში „სპეციალური ოპერაცია“ მიმდინარეობს. რუსული ავიაცია და ჯარი კი უკრაინული ქალაქების დაბომბვას აგრძელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG