ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა: თავდასხმის ობიექტზე უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობდნენ


ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი (მარცხნივ)

პოლონეთის მახლობლად, უკრაინის ქალაქ ლვოვთან მდებარე უკრაინის თავდაცვის პუნქტზე რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა. ინფორმაციას კიევი ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის თქმით, იავორივის სამხედრო ობიექტზე უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობდნენ.

"რუსეთმა იერიში მიიტანა ლვოვის მახლობლად მდებარე, მშვიდობის და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე. იქ უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობენ. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ზუსტდება" - თქვა რეზნიკოვმა ინტერნეტის საშუალებით.

რეზნიკოვის განცხადებაში გარკვევით არ ჩანს ის, იყვნენ თუ არა უცხოეთის მოქალაქეები ობიექტზე იმ მომენტში, როცა მასზე თავდასხმა მოხდა. სამინისტროს წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ ისინი ამ საკითხს ჯერ კიდევ არკვევენ.

XS
SM
MD
LG