ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მელიპოტოლის მოსახლეობა რუსების მიერ გატაცებული მერის გათავისუფლებას ითხოვს


უსაფრთხოების კამერაზე დაფიქსირებული მერის გატაცების მომენტი

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის მოსახლეობა გატაცებული მერის გათავისუფლებას მოითხოვს. ქალაქს ამჟამად რუსული სამხედრო ძალები აკონტროლებს.

მოსახლეობა მელიტოპოლის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა და 11 მარტს გატაცებული მერის, ივან ფედოროვის გათავისუფლებას ითხოვს.

მერის გატაცების შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტ ზელენსკის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

მოქალაქეები ქუჩაში დროშებით გამოვიდნენ და რუსეთის შეიარაღებულ ძალებისგან ითხოვდნენ „გაათავისუფლეთ მერი!“

მერს საკუთარ ოფისში რუსმა ჯარისკაცებმა თავზე ჩამოაცვეს და მერიის შენობიდან ისე გამოიყვანეს.

XS
SM
MD
LG